ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პანკისში შსს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ შედეგი, რომელიც არ უნდა მიგვეღო” – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთნ დაკავშირბით განაცხადა, რომ მიიღეს ის შედეგი რაც არ უნდა  მიეღოთ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს უფლებამოსილებაა, დაიცვას მართლწესრიგი და ხალხის უსაფრთხოება.

„მე არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს. რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია. შსს-ს უფლებამოსილებაა, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს მუშაობას, დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც პანკისში ვასრულდებდით. თუმცა, პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს და, როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ჩვენ ვაანალიზებთ ყველაფერს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე, საუბარია ყველაფერს იმაზე, რაც ამას უძღვოდა წინ – ერთი თვე, ერთი წელი და შესაბამისად, ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ საზოგადოებას“,- განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....