„ივენთ ჰოლმა“ „ალილოს“ წევრის, ცნობილი პირველი ხმის, გია დავითიანის 60 წლის იუბილეს უმასპინძლა. საღამოზე გამოვიდნენ – „ქართული ხმები”, “შვიდკაცა”, “ქუჩის მუსიკოსები”, “ალილო”, მერაბ სეფაშვილი, ნატო გელაშვილი, დათო არჩვაძე და სხვები.
როგორც საღამოს ჩატარებამდე გია ბაღაშვილი „არ დაიდარდოსთან“ საუბრისას აღნიშნავდა: „გია მრავალმხრივი მუსიკოსია, იქნება სოლო სიმღერები, დუეტები, ის ადამიანები, ვინც სცენაზე იდგებიან, ყველა გიას მეგობარია. საკმაოდ რთული პროგრამაა, გიას გარდა ყველას გვეშინია, მსოფლიოში სხვა არავინ მეგულება ამ რეპერტუარზე და ასეთი დატვირთვის პროგრამაზე ხელი მოეწეროს“
გია დავითიანის საღამოზე დასასწრებად და მასთან ერთად კომპოზიციის შესასრულებლად ცნობილი ტენორი ოთარ ჯორჯიკია ჩამოვიდა, რომელთან დუეტმაც დარბაზი აღაფრთოვანა.