აუდიტის სასამხურის დასკვნის თანახმად, საქართველოში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებობას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
ამავე დასკნის მიხედვით, აღნიშნული საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად.
“მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები,
რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის
უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს
სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს.
კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ
ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის
დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა,
დადასტურება და აღრიცხვა;
კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს,
ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის
პაციენტების უსაფრთხოების რისკებს;
სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყოფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს;
დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკლოვანებები”, – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელშიც ასევე არნიშნულია, რომ 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდ, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს იპკ-ის მოთხოვნებს.
ამათგან, იპკ-ის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის,
ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი
გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა
და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში: 2015 წელს, აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულია
შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017
წელს − 51%-ში.
საქმიანობის დაწყების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება შექმნის შესაძლებლობას, საწყის ეტაპზე იქნეს აღმოჩენილი არსებული ნაკლოვანებები და შესაბამისი
რეაგირების პირობებში შემცირდეს დარღვევების მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც
პაციენტების უსაფრთხოებას ასევე, იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვას.
რეკომენდაცია სამინისტროს:
რეკომენდაცია №1: სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე შემუშავდეს ერთიანი სტრტატეგია, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში ერთიანი პოლიტიკის არსებობას და მისი დაქვემდებარებული ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას.
რეკომენდაცია სამინისტროს და ცენტრს:
რეკომენდაცია №2: არსებული მექანიზმების გაფართოება-იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობით, ახალი ინსტრუმენტების დანერგვით და იპკ-ის მართვის სისტემის ერთეულებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით, უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყანაში არსებული ნოზოკომიური ინფექციების შესახებ ინფორმაციის სანდოობა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების გატარებას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით.
რეკომენდაცია სამინისტროს:
რეკომენდაცია №3: სანდო ინფორმაციის არსებობის პირობებში, სამინისტრომ უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების მკურნალობაზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოცემული ხარჯების მართვის ეფექტიანობა.
რეკომენდაცია სამინისტროს:
რეკომენდაცია №4: ნოზოკომიური ინფექციების დროული გამოვლენისა და მართვის მიზნით, სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყებამდე დადასტურდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა.
რეკომენდაცია სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს:
რეკომენდაცია №5: სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების მაღალი რიკის გამო, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს, განხილულ იქნეს სტომატოლოგიური საქმიანობის, როგორც ნებართვით სახელმწიფო რეგულირებადი საქმიანობის საკითხი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე განხორციელდეს მისი საკანონმდებლო ინიცირება.
რეკომენდაცია ცენტრს:
რეკომენდაცია №6: სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის მიზნით,
სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას გაიმიჯნოს სავალდებულო და სასურველი
დოკუმენტაციის ნუსხა და დეტალურად გაიწეროს თითოეული დოკუმენტის შინაარსი.
რეგულირების სააგენტოს:
რეკომენდაცია №7: სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობების შემოწმების
პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია დეტალურად გაიწეროს კონტროლის განხორციელების სახელმძღვანელო, რაც უზრუნველყოფს შესასრულებელი პროცედურების დეტალიზაციას და ერთგვაროვან მიდგომას.
დასკვნის სრული ვერსია შეგიძლიატ იხილოთ ბმულზე: