გორში ექვსი თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დედამ ბავშვი დააძინა და ცოტა ხანში გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოჯახის თხოვნით ჩვილი მაინც გადაიყვანა სამედიცინო ცენტრ “იავნანაში”.
„კლინიკაში ჩვილი უკვე გარდაცვლილი მოიყვანეს. როდესაც სასწრაფო მივიდა, ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დღეს დილამდე ბავშვს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომთან. ამას უკვე ექსპერტიზა იტყვის”, – განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ „იავნანას” პედიატრმა, მარინა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა საინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.