ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პენსიონერი ვარ და სასტუმრო გაქირავებული მაქვს” – “მამიდა”

ამ წუთებში თბილისის  საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირის, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის ბრალდების სისხლის სამართლოს საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებულების ადვოკატებმა პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს მიმართეს.

ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„პენსიონერი ვარ, მეორე ჯგუფის ინვალიდი და სასტუმრო მაქვს გაქირავებული”, – განაცხადა როენა ხუცურაულმა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

იტვირთბა....