ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში, #15 საჯარო სკოლის 15-მა მოსწავლემ, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, #15 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ, ისინი მოიწამლნენ, მას შემდეგ რაც სკოლის კაფატერიაში შეძენილი ლობიანი ჭამეს.

როგორც “ინფო რუსთავთან” საუბრისას  სკოლის დირექტორმა აღნიშნა, სტაციონარში გადაყვანა არც ერთ მოსწავლეს დასჭირვებია.
მისივე ინფორმაციით, 3 მოზარდს ინტოქსიკაციის შედარებით მკაფიო სიმპტომები აღენიშნებოდა, დანარჩენი მოსწავლეები კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილიც იმყოფებოდნენ.

ბეგაშვილის თქმით, მოზარდებს ინტოქსიკაციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებოდათ, შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი თავი უკეთ იგრძნეს.

საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტო სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანის ნიმუშის ლაბორატორიულად გამოიკვლევს, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი იმაზე საუბარი, კაფეტერიაში შეძენილი საკვები პროდუქტი იყო თუ არა #15 საჯარო სკოლაში 15 ბავშვის ერთდროულად შუძლოდ გახდომის მიზეზი.

იტვირთბა....