საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით “გირჩის” ინიციატივის შეფასებსას განაცხადა, რომ პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს
„გირჩი” ცნობილია ექსტრავაგანტული შემოთავაზებებით. ამ საკითხზე ცხადია, არ გვიმსჯელია. ჩემი აზრით, ეს არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს. ჩემი აზრით, ამ საკითხის ლეგალურად დაწესება, არაკონსტიტუციურია და მსჯელობა ამ საკითხზე არც შემდგარა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “გირჩმა” საკუთარ ოფისში ბორდელი გახსნა.