ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აზიის განვითარების ბანკის სურვილია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტში” – ლიპახი

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა “ინტერპრესნიუსთნ” საუბრისას განაცხადა, რომ  მათი სურვილია მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში და ითანამშრომლონ  კერძო სექტორთან

მისივე შეფასებით, ანაკლია „მსოფლიოში საქართველოს კარიბჭეა“.

„გვქონდა საკმაოდ ფართო დისკუსია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ჩვენ მას „საქართველოს კარიბჭეს მსოფლიოში“ ვუწოდებთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს. ADB უკვე ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ანაკლიის განვითარების პოტენციურ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გააუმჯობესებს პროექტის და ინიციატივების თანმიმდევრობის დაგეგმვას. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ის მთელი ქალაქია, ინდუსტრიული კლასტერია, ის მთელი ეკონომიკაა, რომელიც უნდა განვითარდეს. ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარ ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა.

იტვირთბა....