დროა Facebook გაუქმდეს – ამის შესახებ Facebook -ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა კრის ჰიუზმა New York Times -ის მოსაზრებების სტატიაში განაცხადა.
კრისის თქმით, მან Facebook -ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ბოლოს 2017 წელს ნახა, კემბრიჯ ანალიტიკთან დაკავშირებული სკანდალის დაწყებამდე, ჰიუზის თქმით სკანდალის შემდეგ, როგორც მარკის პირადმა ასევე Facebook -ის რეპუტაციამ მნიშვნელოვანი დაღმასვლა დაიწყო, კომპანიის შეცდომების გამო მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა და მოხვდა პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიების ხელში. მომძლავრდა ძალადობრივი რიტორიკა და ყალბი ახალი ამბები. კრისის თქმით 15 წელია გავიდა მას შემდეგ რაც დააფუძნეს ჰარვარდის უნივერსიტეტში Facebook და უკვე ათ წელიწადზე მეტია რაც მას აღარ უმუშავია კომპანიაში, მაგრამ მაინც მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს მიმდინარე მოვლენებზე.
კრისის თქმით, მარკ ცუკერბერგი ისევ ისეთი ადამიანია, მაგრამ მისი გავლენები და ძალაუფლება გამაოგნებელია. დღეს ის აკონტროლებს სამ ყველაზე პოპულარულ საკომუნიკაციო სისტემას – Facebook, Whatsup და Instagram -ს რომელთაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. კომპანიაში დირექტორთა საბჭო არის უფრო მრჩეველი ვიდრე ზედამხედველი, რადგან მარკი ფლობს საკონტროლო პაკეტის 60% -ზე მეტს, ამიტომაც მას შეუძლია ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. შეცვალოს Facebook -ის ალგორითმი და რაც მას უნდა ის ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ის ადგენს ყველა წესს იმისთვის, რომ სისტემამ განასხვაოს ერთმანეთისგან ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და დაბლოკოს ისინი.
კრის ჰიუზი ამბობს, რომ ის საკუთარი თავით და Facebook-ის თავდაპირველი გუნდითაც იმედგაცრუებულია, რადგან მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებდა სოციალური ქსელი არჩევნების შედეგებზე.