შეერთებული შტატების სენატის ასიგნებების კომიტეტზე გაერთიანებული შტაბის მეთაურის გენერალ დანფორდის წერილობით ანგარიშში საქართველოც მოხვდა. საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოხსენებაში საუბარია რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე, კრემლის მხრიდან საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტებზე მეზობელი ქვეყნების მიმართ. ანგარიშში აღნიშნულია რუსეთის მცდელობების შესახებ შეცვალოს მსოფლიო გეოგრაფია, რის მაგალითადაც მოტანილია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.
გენერალმა დანფორდმა ისაუბრა რუსულ საფრთხეებზე კიბეროპერაციებთან მიმართებაში, რითაც კრემლი ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები პირდაპირ კავშირშია მცდელობებთან დასუსტდეს უკრაინა და საქართველო.