ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ფაშინიანი – უნდა უზრუნველყოთ ბავშვების სქესობივი განათლება

სომხეთის პრემიერი ნიკოლა ფაშინიანი აცხადებს, რომ უნდა დაინტერესდეს საზოგადოება თუ საიდან იღებს ბავშვი ინფორმაციას სქესობრივი განათლების შესახებ.

ფაშინიანს კითხეს რას ფიქრობდა ინფორმაციას ამის შესახებ სომხური სააგენტო „ნიუს. ამი“ ავრცელებს.

ფაშინიანის განცხადებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვების სქესობრივი განათლება.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვები იზრდებიან და დავინტერესდეთ, საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ქუჩებიდან, აკრძალული ფილმებიდან, პორნოსაიტებიდან? ეს არ გვადარდებს? უნდა უზრუნველყოთ ბავშვების სქესობივი განათლება. ჩვენ გვსურს სომხეთი შუა საუკუნეებში შევინარჩუნით? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა  ნუთუ ეს არ არის პრობლემა ჩვენი ტრადიციული ოჯახისთვის, დემოგრაფიული სიტუაციისთვის? ნუთუ ეს არ არის სერიოზული პრობლემა? თუ ეს არის სასაცილო თემა?”, – აცხადებს ფაშინიანი.

იტვირთბა....