„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი შენგელიას დებატებში გამოწვევას პასუხობს და შეხვედრას განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს.
„ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს, ხელისუფლებასთან, რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს – პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. ამიტომ, „ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან – ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში.
აქ, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები, გამოთქვამენ თავის წუხილებს და, სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა“, – აღნიშნულია რულოვსის მიმართვაში.