“თურმე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. არადა, ამ ქალს თავისი სასტუმრო გლდანში წლებია პირდაპირ პოლიციის გვერდით აქვს! მგონი, დროა პროსტიტუციის ლეგალიზებაზე ვიფიქროთ, რომ ეს მარაზმი დასრულდეს! ვინ გითხრათ, რომ ფულზე სექსი ვინმეს რამეში ვნებს?!”
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი