“პროსტიტუცია ლეგალური უნდა იყოს. პროსტიტუცია არის, როდესაც ერთი ზრდასრული ადამიანი ყიდის რაღაცა ტიპის სერვისს და მეორე ზრდასრული ადამიანი ამაში იხდის ფულს. ვიღაცისთვის რელიგიური ან სხვა მოსაზრებებით ეს შეიძლება, უზნეო ქმედება იყოს, მაგრამ არავის საქმე არ არის თუ როგორ გაყიდის ნებისმიერი ადამიანი თავის სხეულს. ადამიანი, როდესაც მაგალითად, ფიზიკურ შრომას ყიდის, ისიც საკუთარი სხეულით შექმნილ რაღაცას ყიდის და არავის საქმე ეგ არ არის. ორი ზრდასრული ადამიანი რაღაცაზე რომ შეთანხმდებიან და რას გაცვლიან ერთმანეთში, საერთოდ არ არის სახელმწიფოს საქმე”
“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “მეტრონომთან” საუბრისას;