ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იმედსა” და “რუსთვის 2” – ს სახელმწიფოს წინაშე რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვთ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “იმედსა” და “რუსთვის 2” – ს სახელმწიფოს წინაშე რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვთ.

,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დავალიანება 24 700 254 ლარს, ხოლო შპს ,,ტელეიმედის“ დავალიანება 16 740 771 ლარია, ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

დავალიანებების უზრუნველსაყოფად ორივე კომპანიის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიების ქონებაზე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურს ყადაღა არ დაუდია.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დავალიანებების არსებობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დარიცხულ თანხაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. გვარამია განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ეს თანხა უკანონოდ დააკისრა და ტელეკომპანიამ ის სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

“რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, ჩვენ გადასახადებს არ ვიხდით 2016 წლის სექტემბრიდან. მანამდე გადასახადებს სრულად ვიხდიდით, მათ შორის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგაც. 2016 წლის სექტემბერში შეუძლებელი გახდა არსებობა გადასახადის გადახადის პირობებში, ბუნებრივია ჩვენ კომპანიის ინტერესი ვარჩიეთ. ამას გარდა, ჩვენ ამ დარიცხული გადასახადებზე ვდაობთ სტრასბურგში. არ გვითქვამს რომ ამ გადასახადების გადახდას არ ვაპირებთ , მიგვაჩნია, რომ ისინი უკანონოდ არის დარიცხული და სასამართლოში შესულია მოთხვნა კონპენსაციის სახით, ამ გადასახადების გაქვითვის თაობაზე,”- აცხადებს გვარამია.

 

იტვირთბა....