ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლანჩხუთში სტალინის ბიუსტის მესამედ „მოსვლის“ ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება

„ლანჩხუთელ“ სტალინს, რომელსაც ხვალ დადგამენ, ვიდეოთვალი დაიცავს

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ხვალ, დღის 12 საათზე ლანჩხუთში, იქ სადაც გურული მხედრების მოედნის დაარსებას ითხოვენ, სტალინის ბიუსტის მესამედ „მოსვლის“ ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

თაბაშირისგან დამზადებული სტალინის ბიუსტი უკვე მზად არის. მხოლოდ მისი კვარცხლბეკზე დამონტაჟებაა დარჩენილი.

“გურია თუდეისთან“ საუბარში ბიუსტის ავტორი იური სარჯველაძე ამბობს, რომ ბელადის მონტაჟი ამ ღამით მოხდება: 

„დღეს ღამით გადავიტანთ და ხვალ 12 საათისთვის გავხსნით საზეიმო ვითარებაში. ის თაბაშირისგან არის დამზადებული, მეტის საშუალება არ გვქონდა, რომ უფრო უკეთესი მასალისგან დაგვემზადებინა. მისი კიდევ ერთხელ განადგურების აღარ მეშინია, რადგან საქმის კურსშია პოლიცია, მერია და ყველა. მით უფრო ტერიტორიას ვიდეოთვალი გააკონტროლებს და ჩვენს სტალინსაც დაიცავს“.
აღსანიშნავია, რომ სტალინის ბიუსტის იმ ადგილად კეთდება, საიდანაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი რამდენიმე მეტრშია.

იტვირთბა....