aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

,,ქართული ოცნების“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სანდრა რულოვსს დებატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწყვევს, რადგან იმედში მისვლაზე რულოვსმა უარი განაცხადა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ ,,პირისპირ“ გააკეთა.

,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე – მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება ყველა ამ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გადაცემაში ,,პირისპირ”.

„ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში, ამიტომ მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან ურთიერთობდე და მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო , რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს.’’ – განაცხადა შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის ინფორმირებას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დემოკრატიის აუცილებელი პრინციპია. შენგელიამ იმედის ეთერში საკურთარ პროგრამაზე და გეგმებზე ისაუბრა. სანდრა რულოვსმა კი გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც გადაცემის წამყვანმა განაცხადა, მასთან მოლაპარაკებას ტელევიზია 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს.

იტვირთბა....