საქალაქო სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა.
მხარეებს შორის დავის საგანი 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ იგი პორშე კაიენის 1/2-ის მფლობელად ცნო, ასევე, mercedes GL-ის ღირებულების ნახევრის გადახდა მოუწევს მუხრანელს გრუზინსკისთვის, რაც 15 500 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება BMW X5-ს, ეს მანქანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საკუთრებაში სრულად დარჩა.
ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.