“მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პლანეტაზე ალკოჰოლის მოხმარება 70 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ალკოჰოლიკების რაოდენობა იგივე რჩება და არ შეცვლილა” – ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისურენოვანი ჟურნალი The Lancet ავრცელებს.
ჟურნალის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 189 ქვეყანაზე დაყრდნობით ბოლო 27 წლის განმავლობაში. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება ინდოეთში, ჩინეთსა და ვიეტნამში მაშინ, როცა მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში ალკოჰოლის მომხმარებელთა ოდენობა შემცირებულია. თუმცა, საბოლოო ჯამში ზრდა თვალშისაცემია და ის 70 პროცენტით არის გაზრდილი.
კვლევაში ასევე მითითებულია ცალკეულ ქვეყნებში არსებული ტენდენციებიც. მაგალითად, ამ მხრივ, ლიდერ ქვეყნად დასახელებულია მოლდოვა, სადაც ერთ მოსახლეზე, წელიწადში,15 ლიტრი სპირტი მოდის – 15-დან 99 წლის ასაკის მომხმარებლებისათვის. ყველაზე მცირე მოხმარება ფიქსირდება კუვეიტში – წელიწადში ერთ მოსახლეზე 0.005 ლიტრი.
მკვლევარები საუბრობენ ამა თუ იმ ქვეყანათა ზეგავლენის ფაქტორებსა და შესაძლო შიდა მიზეზებზე, ისეთები როგორებიცაა, მაგალითად, რელიგია, ჯანდაცვის პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდის ტემპი. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებელი, რადგან ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი ალკოჰოლის მოხმარება თითქმის ორჯერაა გაზრდილი.