ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

4-0 – “ლივერპულმა” “ბარსელონა” გამოაგდო

უეფას “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალურ მატჩში ინგლისურმა “ლივერპულმა” კატალონიის “ბარსელონა” 4-0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

პირველი მატჩი ინგლისელებს 3-0 ქონდათ წაგებული.

პირველი ტაიმი 1-0 დამთავრდა – გოლი ორიჯიმ გაიტანა. მეორე ტაიმში კი თავი ორჯერ შეცვლაზე შემოსულმა ვინალდუმმა გაიტანა, ხოლო საბოლოო წერტილი კვლავ ორიჯიმ დასვა.

მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა “აიაქსისა” და “ტოტენჰემის” მატჩში. პირველი თამაში ჰოლანდიელებმა სტუმრად 0-1 მოიგეს.

იტვირთბა....