მთავარი ციტატა

იონათამიშვილი “რუსთავი 2-ს” – თქვენს ტელევიზიაში არამარტო სიტყვის, გინების თავისუფლებაც არსებობს

“ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ტელევიზიაში არამარტო სიტყვის, არამედ გინების თავისუფლებაც არსებობს. ფაქტი, როგორც ინფორმაციის წყარო, არ მიეწოდება მიზანმიმართულად ჩვენს მაყურებელს, ნუ ეს არის ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა, მას აქვს ამის უფლება, ცხადია, რომ ჰქონდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრისას;

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....