თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.