საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია “კურიერთან” საუბრისას “რუსთავი 2-ის” საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერ გრძნობს ტელეკომპანიაზე ზეწოლას.
“რუსთავი 2-ზე ზეწოლა იგრძნობა? მე მაგას ვერ ვგრძნობ და ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და პირველი ვიქნები იმ ადამიანთა შორის, ვინც მაქსიმალურად გააპროტესტებს, თუკი რაიმე აკრძალული ხდება, ტელევიზიაზე ზეწოლა. ჩვენ რაც გვაქვს, ეს გვაქვს, ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა”, — აცხადებს კაკულია “კურიერთან” საუბარში.
“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.
ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.