ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის უქმედ გამოცხადებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას მესამე მოსმენით, ჯანდაცვის კომიტეტმა  მხარი დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული, კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება.

წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 4 აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ”, — თქვა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.

იტვირთბა....