ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ ახალ სიაში მოხვდეს

გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სიაში კვლავ მოხვდეს.

დეტალებზე საუბრისგან გიორგი მიქაუტაძე თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა, კვლავ გამოთქვას სურვილი, უზენაესი სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

„წინასწარ არ მინდა პოზიცია დავაფიქსირო, მეც მაქვს უფლება ალბათ, რომ განცხადებების მიღების პროცესის დაწყების შემდეგ ვიფიქრო ამ საკითხზე. არ გამოვრიცხავ ნამდვილად მონაწილეობას, თუმცა გადაჭრით არ შემიძლია ახლა გითხრათ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოხვდებიან თუ არა განახლებულ სიაში იგივე კანდიდატები, ვინც 24 დეკემბერს გასაჯაროებულ სიაში იყო, მიქაუტაძის თქმით, ამ კითხვაზე პასუხი თავად კანდიდატებმა უნდა გასცენ.

„ეს არის პერსონალურად კანდიდატის გადასაწყვეტი საკითხი, მიიღებს თუ არა პროცედურაში მონაწილეობას. ამაზე ინფორმაცია ვერ მექნება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იტვირთბა....