ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს

პრემიერი მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ბახტაძის განცხადებით, ხონი საქართველოსთვის უნიკალური კუთხეა და ის საკუთარი ფესვებით ამაყობს.

„ჩემთვის დღეს არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს, მოგილოცოთ გიორგობა და მსურს, ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი ხონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში.

იტვირთბა....