ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ქვეშში ოკუპანტებმა 80 წლამდე კაცი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ამირან მელაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის სატაცურს კრეფდა.

სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

იტვირთბა....