მთავარი საზოგადოება

“ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო… შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც”

“17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში… ბუნებრივია, ამას მე ვერ შევთავაზებ, თვითონ თუ დამიკავშირდებიან და კიდევ აქვთ სურვილი ჩემი მიწვევის, არაფერი მოსარიდებელი არ არის! თუ აღარ აქვთ ის წყენა, რაც ხალხში, მე ვიტყოდი, უნამუსოდ გავრცელდა… ერთი პატარა ფეხის დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ! ყველაფერი გააზრებულად გადავწყვიტე და მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო… შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს!ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ! თქვენი მედიის საშუალებით მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!”

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე “კვირის პალიტრასთან” საუბარში;

 

იტვირთბა....