მთავარი სოციალური ქსელი

ნატო აქეთ ეხმარება საქართველოს, “პატრიოტთა ალიანსის” განცხადება ტყუილია – ხარშილაძე

“ნეიტრალიტეტი მარტივია რამეა და არავის მხარეზე ყოფნას ნიშნავს, ჩვენს შემთხვევაში ეს საკმაოდ შავ-თეთრია. რუსეთან სამეხდრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად მათ მხარეს ვერც ვიქნებით, რუსეთი ოკუპანტია და ჩვენს ტერიტორიაზე ფსევდო სახელმწიფოები შექმნა.
გამოდის ნეიტრალიტეტს დასავლეთს უცხადებთ რომელიც ძალისხმევას და თანხებს ხარჯავს საქართველოს განვითარებაზე და დემოკრატიზაციაზე, ანუ მათ მხარეს ყოფნა აღარ გვინდა. ანუ დასავლეთი არ გვინდა.

“პარტიოტთა ალიანსი” ქართული “ოცნების” მხარდაჭერილი პროექტია, გამოდის რომ ნეიტრალიტეტი ოცნებაში ნაფიქრი იდეაა და მოგვეწოდება მათი სატელიტის მეშვეობით,შესაგუებლად ან შესამოწმებლად ან ორივე ერთად.

რაც შეეხება “პატრიოტთა ასლიანსის” განცხადებას თავდაცვასთან დაკავშირებით, ისიც სისულელეა და ტყუილია.

ნატო, როგორც ორგანიზაცია, აქეთ ეხმარება საქართველოს, ჩვენ ფულს ნატო-ს არ ვუხდით, იარაღის შესყიდვა ხდება ცალკეული ქვეყნებიდან, საქართველომ ამ მიზნით დაახლოვებით 200 მილიონი დოლარი დახარჯა ბოლო 7 წელიწადში, რაც წლიურ 28 მილიონს შეადგენს.
ეს ხარჯები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამყარებას ემსახურება და არა ნატო-ს ან რომელიმე სხვა ორგანიზაციას.

ნეტავ, ვინ დგას ამ დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის უკან, ნეტავ, ვინ”

პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე; სოციალური ქსელი; 

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” განცხადებით, ნატო-სთვის გამოყოფოლი თანხით საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

იტვირთბა....