“ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს – 4-5%, მაინც უფრო ინერციულია, რაც განპირობებულია იმით, რომ საწყისი დონე არის უფრო დაბალი. ჩვენ ვიცით, რომ $4000 ფარგლებშია მშპ ერთ სულ მოსახლეზე. რაც უფრო დაბალია დონე, დიდ ზრდას შეგვიძლია მივაღწიოთ, ასევე ჩვენთან არის ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა – ეს ორი ფაქტორი ხელშემწყობია ზრდისთვის, ინერციული ზრდისთვის. ამავე დროს საქართველოს ეკონომიკაში არის უფრო დიდი პოტენციალი. იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს, ჩვენი ძალისხმევის მობილიზაციას შევძლებთ, შეგვიძლია 7-დან 9%-მდე გავაორმაგოთ ეკონომიკური ზრდა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ძირითადი გამოწვევა არის სახელმწიფო მართვის სიტემის ეფექტურობის მომატება”
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია; “ფორბსის კვირასთან” ინტერვიუ;