ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ძალიან გამაკვირვა იმან, რომ ჩემი გუნდიდან არავინ დამიცვა – ქობულია შვებულებებთან დაკავშირებულ კრიტიკაზე

გადაცემაში “ფორბსის კვირა” ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ მინისტრის პოსტს თანახმდა მხოლოდ ერთი პირობით, რომ სამუშაოს სრულფასოვნად ის პოსტზე დანიშვნიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეუდგებოდა. ქობულიას თქმით მან მოითხოვა საზღვარგარეთ სამსახურის საქმეების გადაბარებისთვის გარკვეული დრო, ასევე ხელისუფლებისგან პირობა მიიღო რომ ექნებოდა საშუალება მიეხედა საკუთარი ჯანმრთელობისთვის.

“მე რა თქმა უნდა მომდიოდა ხმები, როცა მე არ ვიყავი საქართველოში, იმასთან დაკავშირებით რომ მე ძალიან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი, ჩემი საქართველოში არყოფნის გამო და მე მართალი გითხრათ ძალიან გამაკვირვა იმან, არავინ რომ არ დამიცვა იგივე ჩემი გუნდიდან, მმართველი გუნდიდან არავინ რომ არ დამიცვა.  ვერც მივხვდი, მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. შესაძლებელია ახლა ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს გასაკვირი იყო”, – აცხადებს ქობულია.

იტვირთბა....