ჭექა-ქუხილისა და წვიმის გამო, ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი დაშვების შემდეგ მოცურდა და მდინარეში ჩავარდა.
თვითმფრინავ „ბოინგ 737“-ზე 143 მგზავრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
20-მდე ადამიანი, რომელებმაც სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს საავადმყოფოში გადაყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, კუბიდან აშშ-ში ჩაფრინდა.