დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.
აქციაზე დეკანოზის შვილები ბანერით “დაგვიბრუნეთ მამა, მამა გვენატრება, ნუ დაგვაობლებთ”მივიდნენ.
„მას [პატრიარქს] გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის, წერილი დაეწერათ, მაგრამ ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი არის ასეთი, რომ თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაიბრუნებს იმ ძალაუფლებას, რაც იურიდიულად მას გააჩნია ეკლესიაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩემი ძმის შეწყალება მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, სანამ ამ ქალბატონს სადავეები ხელში უჭირავს, მანამდე საქართველოს ეკლესიაში სიკეთე არ იქნება,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპატრიარქოსთან აქციები გაგრძელდება.