ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალური მუშაკები: ამ დრომდე, აჭარის რეგიონში არ არის გამოყოფილი არცერთი მანქანა

სოციალური მუშაკების განცხადებით, აჭარის რეგიონის სოციალური მუშაკებისთვის მანქანები არ არის გამოყოფილი.

“ამ დრომდე, აჭარის რეგიონში არ არის გამოყოფილი არცერთი მანქანა.სოციალური მუშაკები ვერც გადაუდებელ/სწრაფი რეაგირების საჭიროების დროს სარგებლობენ და ვერც შორ/მიუვალ ადგილებში. რა დააშავა აჭარამ”?? – წერენ სოციალური მუშაკები Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
მათ გაფიცვა 2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ შეწყვიტეს.
სამინისტროსთან შეთანხმება კონკრეტული საკითხებზე, მათ შორის იყო ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება.

იტვირთბა....