საგარეჯოში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოჯახის ნათესავმა, რომელიც ამბობს, რომ ეზოში შესვლისას მეზობლის ქალმა დაიძახა, ქალი არის ცუდად და მოგვხედეთო.
“როდესაც მე და ჩემი მეუღლე იქ მივედით მისი ქალბატონი, მისი მეუღლე უგონოდ იწვა საწოლზე. ქმარი იქვე სკამზე იჯდა და იგინებოდა. რა თქმა უნდა, სასწრაფოს გამოძახებისკენ მოვუწოდე. როგორც კი კარებთან დადგა ესროლა და ისიც წაიქცა, რომ წაიქცა მივარდა თავისი შვილი და მასაც ესროლა. არანაირი კონფლიქტი მანამდე არ ჰქონდათ. მისი მეუღლე დაჭრილი არ არის, ეტყობა დაეცა ძირს და სისხლი იყო დერეფანში“ – ამბობს ნათესავი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ო.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.