საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, “საქართველოს ფოსტის” შეძენით ორი ბანკი – „თიბისი” და „საქართველოს ბანკია” დაინტერესებული. ყველაფერი ნათელი მაშინ გახდება, როცა აქტივის საბაზრო ღირებულების დადგენა მოხდება.
“სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. “საქართველოს ბანკი” და “თიბისიც” დაინტერესებულია ამ მიმართულებით”, – განაცხადა ჩიკვაიძემ.