ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო: ე.წ. ჯიბიდან გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება.

სერგეენკოს თქმითი, დანახარჯების თითქმის 80%-ს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა.

“მოსახლეობის დანახარჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება – 50%-ზე მეტი. ამ დანახარჯების თითქმის 80%-ს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა. სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც 2017 წელს დაიწყო, მართლაც მნიშვნელოვანი შვება უნდა მისცეს მოსახლეობას ამ მხრივ, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო ინტენსიური საინფორმაციო აქტივობები იმისათვის, რომ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი დღეს. როგორც კი, ამ მხრივ აქტიურობა გაიზრდება, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავაფასებთ საჭიროებებს, ვნახავთ, სად არის ყველაზე მოთხოვნადი არეალები და ამ პროგრამას კიდევ უფრო გავაფართოვებთ,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....