ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა

ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით კლდის მასა ჩამოიშალა. ადგილზე გავიდნენ სამაშველო სამსახურები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, შესაბამისი ტექნიკით მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.

 

იტვირთბა....