კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენით დაჯილდოვდა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირს და მის ყველა წევრს ამ საპატიო ჯილდოსათვის, რაც მე მომანიჭეთ „საქართველოს ქორეოგრაფიულ კულტურაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და გადმომეცით „საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი”!!! დიდი მადლობა ყველას ამ დაფასებისათვის“, – განაცხადა, დავით ოქიტაშვილმა.