“ნარკოპოლიტიკის რეფორმის ინიციატივა პარლამენტში იყო. აქ არის ახლა ესგაჩერებული. შს მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს. არ ვიცი, ახლა პარლამენტშია კანონპროექტი გაჩერებული, მოიკითხეთ და გაიგებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გიგი წერეთელის განცხადების პასუხად გააკეთა და დეპუტატებს შეახსენა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტშია შესული.
გახარიას პარლამენტში “სამთავრობო საათის” ფარგლებში უსმენენ.