როგორც ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სალომე ბაზერაშვილმა “ლიბერალთან” საუბრისას განცხადა, გია ჯაჯანიძის გადაცემა “სხვა რაკურსის” პროდიუსერი, მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
როგორც თავად სტეფნაძე ამბობს, მისი გათავისუფლების მიზეზი პანკისში განვითარებულ მოვლენები გახდა, თუმცა აღნიშნულზე განმარტებას ტელეკომპანიაში არ აკეთებენ.
სტეფნაძე – “იმედიდან” “ფეისბუქში” დაწერილი პოსტის გამო გამომაგდეს