მთავარი საზოგადოება ციტატა

ლომია გახარიას – ლგბტ საზოგადოებას შეგროვებისთვის ისეთი ადგილი გამოუყავით, რომელიც არ იქნება ქვეყნის სიწმინდეებთან დაკავშირებული

“ბოლო პერიოდში საპატრიარქოსა და პატრიარქის წინააღმდეგ შავი პიარ-კამპანიები მიმდინარეობს. ამის უკან არასამვრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები და სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებები დგანან. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება.  ძალიან ცუდია, რომ ვერ გამოავლინეთ თუ ვინ დგას ამ შავი პიარ-კამპანიის უკან. დღემდე ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილი და დასჯილნი.

პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 17 მაისს ლგბტ საზოგადოების მსვლელობაა გამოცხადებული, რაც პრინციპში, საზოგადოების მეორე მხარესთან დაპირისპირებას გამოიწვევს. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, რომ მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს შორის. დაელაპარაკეთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან ქვეყანაში ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. გთხოვთ გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ის ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც სიწმინდეებთან”

ასე მიმართ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, სადაც ეს უკანასკნელი “მინისტრის საათის” ფარგლებში მოხსენებით გამოდის და დეპუტატის კითხვებს პასუხობს;

17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა;

“მეტრონომი” ემიჯნება ყველანაირ ჰომოფობიურ განცხადებას;

იტვირთბა....