ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რულოვსი, ზუგდიდში ია კერზაიას სახელობის ინსტიტუტის გახსნის ინიციატივით გამოდის

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ზუგდიდში თანამედროვე პედაგოგიური ინსტიტუტის გახსნის ინიციატივით ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გამოდის, რომელსაც მეექვესე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას სახელი დაერქმევა.

მედიის ცნობით, რულოვსმა ამის შესახებ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს თქვა.

“უმაღლესი განათლების სფეროში უნდა იყოს აქ მეტი შესაძლებლობა. თანამედროვე განათლება ექნებათ პედაგოგებს, რაც აუცილებელია”,- თქვა რულოვსმა.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში სურს, რომ ზუგდიდის სკოლებში მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად ლექციები ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კერზაია მას შემდეგ გახდა ცუდად, რაოდესაც სკოლაში შესამოწმებლად გენერალური ინსპექცია შევიდა. სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლის შემოწმება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არჩევნებში არ ჩაერთო.

განათლების სამინისტრომ სკოლის შემოწმების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლაში დარღვევები აღმოაჩინეს.

იტვირთბა....