თავდაცვის ძალების მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველას სთხოვს, ნუ შეეცდებიან მისი გამოსვლის ტექსტიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას.
მისვე თქმით, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა. 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მონაწილე თავად გახლავართ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე, ეს არის ჩემი, ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ, ყველას ვთხოვ ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“,- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირეულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას გამართულ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შემდეგი განცხადა:”
28 წლის განმავლობაში არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცის ძალებმა – თავის მხრებზე გადაიტანა 4 ომი. უფრო სწორედ, სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას”