მთავარი ციტატა

ბრეგაძე – მომღერლები, რომლებიც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტს უარს ეტყვიან, მართმადიდებლობის მტრებად უნდა გამოცხადდნენ

“მე ვიცი, რომ ორმა მომღერალმა თქვა უარი საპატრიარქოში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. პირდაპირ მინდა ვთქვა – ის მომღერლები, რომლებიც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტს უარს გამოუცხადებენ და პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ადამიანები უნდა გამოცხადდნენ ეკლესიისა და მართმადიდებლობის მტრებად. ახლა თავად აირჩიონ რა ურჩევნიათ – ლგბტქ ადამიანების მტრები თუ მართმადიდებლობის მტრები. ჩვენ ყველას ვცემთ პატივს. ყველა ადამიანი განურჩევლად სქესისა და აღმსარებლობისა საზოგადოებაშ უნდა იყოს ინტეგრირებული”

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას;

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იგეგმება კონცერტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობაზე უკვე უარი განაცხადეს ნატო მეტონიძემ, ნინო ქათამაძემ და აჩიკო ნიჟარაძემ.

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს;

იტვირთბა....