დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ.
მისი თქმით, დღევანდელი დღე უქმეა ევროპის უმრავლეს ქვეყანაში.
,,ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ პირველი მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ, როგორც ეს არის ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისა და პატივისცემის დღე. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ შრომის როლი ქვეყნის განვითარებაში.
პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, შრომის გარეშე, რომელიც ადამიანებში ენთუზიამს, შემოქმედებითი პონტენიალის რეალიზებას ვერ ახდენს, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ამას კარგად გააცნობიერებს და მათ შორის იმედი მაქვს ზეგავლენას მოახდენს იმ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.