aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი მელიაზე – რაც მისაღები იყო, მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც “მეტრონომს” პაპუაშვილმა განუცხადა, მელიამ კამერების წინ მოაწყო პროვოკაცია.

“დაპირისპირება მოხდა, ნიკა მელია ვინც არის და რაც არის ქვეყანამ იცის. კამერებისთვის და მიკროფონისთვის პროვოკაცია მოაწყო, ეს არის და ეს. კონკრეტულად თემა არ ვიცი რაზე მოაწყო პროვოკაცია, პროვოკატორები რაზე აწყობენ პროვოკაციას? პატარა უსიამოვნება მოხდა, ეს იყო და ეს. მის ადამიანურ მხარეებზე რა უნდა გელაპარაკოთ, პასუხი გაეცა და პასუხიც გაეცემა.

ადამიანს თავშეკავება უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ ძალიან ძნელია ამდენი ნაძირალა ადამიანი რომ არის გარშემო, ეს არის და ეს. რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....