“ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ასე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია. მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო და ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, იყო მხოლოდ სამოქალაქო ომი”.
თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.