30 აპრილს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს მომხრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არმია დაუპირისპირდა, თუმცა ეროვნული გვარდიის ნაწილი ოპოზიციის მხარეს გადავიდა.
სამხედროებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ამასთანავე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო მანქანამ მომიტინგეებს გადაუარა.
ხუან გუაიდო ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს დამხობის ფინალური ეტაპი დადგა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით ნიკოლას მადურო მზად იყო ქვეყანა დაეტოვებინა და კუბაზე გაქცეულიყო, თუმცა რუსეთმა მას ეს გადააფიქრებინა.