“ქართველო არტისტებო, ვინც 17 მაისს ”ჰომოფობურ კონცერტში” მონაწილეობაზე დათანხმდით… ცოტა უნდა შეგაშინოთ და თამარ ივერის ისტორია გაგახსენოთ. ერთმა დაუფიქრებელმა, თუ გნებავთ ”გულწრფელად ნათქვამმა” ფრაზამ ფაქტიურად კარიერა დაუნგრია კარგ მომღერალს.
მესმის, რომ ეს შემთხვევა გაბრაზებთ, ”ლიბერალურ ფაშიზმზე” იწყებთ ბოდვას, მაგრამ გინდა ფაშიზმი დაუძახეთ ამას და გინდა სხვა რამე, ასეა აწყობილი ის მსოფლიო, სადაც თქვენ ცეკვასა და სიმღერაზე ოცნებობთ. და თუ იქ გინდათ წარმატება, არ გამოგივათ.. თუ, მაგალითად, ირანი გაკმაყოფილებთ, კი ბატონო, თქვენ იცით, გისურვებთ წარმატებას თეირანში, მოსკოვსა და პერმში.
”არას” თქმა უნდა ისწავლოთ, ძვირფასო ქართულო შემოქმედებითო ინტელიგენციავ. თორემ, ეგ შორენაც დროებითია და ის ზიზილ-პიპილოებიც, რომლებსაც ეგენი გპირდებიან. ”არას” თქმას თუ ვერ ისწავლით დარჩებით ასე ”მესტეჩკოვი არტისტებად”, რომლებიც ოქროსა და ვერცხლში დამხრჩვალ, მაგრამ ბოროტებისგან აყროლებული ჯიპებით მოსეირნე ე,.წ ”მღვდლებს” უხარებენ გულს. ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით რომ სულ სხვა მაყურებელზე და სხვა მსმენელზე ოცნებობთ?
ჰოდა 17 მაისამდე დიდი დროა. უთხარით მოძალადეს და კრიმინალს ”არა”
კინომცოდნე გოგი გვახარია; სოციალური ქსელი;